7 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: "საშუალო ზომის სასტუმროების მართვის თავისებურებები".
ლექცია წაიკითხა სასტუმრო River Side-ის წარმომადგენელმა დიმიტრი შველიძემ.
ლექციაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: სასტუმროების კლასიფიკაცია და მათი ტიპები, სასტუმროებში მუშაობის პროცესში წარმოქმნილი სირთულეები, პანდემიის პერიოდის გამოწვევები და ამ გამოწვევების დაძლევის შესაძლებლობები.
მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რამაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მისცა, ემსჯელათ და განეხილათ დეტალურად თემის ირგვლივ არსებული აქტუალური საკითხები.
ლექციას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტები და თემით დაინტერესებული პირები.