13 ივნისს, კავკასიის ტურიზმის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების ოფიციალური დაცვა გაიმართა.
დაცვაზე წარდგენილ იყო შემდეგი თემატიკის ნაშრომები: ტურისტული გზამკვლევები და მათი როლი ტურიზმში, ქვემო ქართლის გერმანული სოფლების ტურისტულ კლასტერად ჩამოყალიბების პოტენციალი, წყალტუბოს ტურისტული განვითარების კონცეფცია, მედეას მუზეუმი, როგორც ფოთის ტურისტული ფლაგმანი, ძველი კულტურის და ისტორიის გადმოტანა თანამედროვე ტურიზმის სფეროში, შშმ პირების მოგზაურობა საქართველოში არსებული რეალობა და მომავალი პერსპექტივები, სპორტული ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში, მტაცებელი ფრინველებით ნადირობა და სოფელი მურშკელისა და შკედის ეკოსოფლად განვითარების სტრატეგია.
კომისიის წევრები იყვნენ: ტურიზმის სკოლის დეკანი, დიკო კოპალეიშვილი, კავკასიის ტურიზმის სკოლის პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი, თორნიკე ფურცელაძე კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები: გიორგი ბრეგაძე და ლევან წიქარიშვილი, ასევე სკოლის მოწვეული ლექტორები: ლალი ოქროშიძე და თამარ გეგელიძე.
საბაკალავრო ნაშრომების დაცვა წარიმართა საჯარო ფორმატში და კომისიის წევრების გარდა მას ესწრებოდნენ სხვა დაინტერესებული პირები.