ტურიზმის სკოლის ლექტორის წარმატება

27 მარტი 2023

სასტუმრო „Ibis Budget Tbilisi Center“-მა, რომლის გენერალური მენეჯერიც გახლავთ კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის ლექტორი, ლიკა ჩიხლაძე, წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტური სასტუმროს ტიტული მოიპოვა.

 

“Welcome to Georgia” - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური დაჯილდოებაა, სადაც სხვადასხვა კატეგორიაში გაიცემა პრიზები.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლიკა ჩიხლაძე სასტუმროს გენერალური მენეჯერი გახლავთ და  სასტუმროს გახსნის დღიდან დაუღალავი შრომით შექმნა საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო.

 

ლიკა ჩიხლაძე ტურიზმის სკოლაში „სასტუმრო მენეჯმენტს“ ასწავლის.