ტურიზმის სკოლა ბოსნია და ჰერცოგოვინას უნივერსიტეტების მხარდაჭერას განაგრძობს

27 თებერვალი 2023

ტურიზმის სკოლის აფილირებულმა პროფესორმა და PMCG-ის მთავარმა კონსულტანტმა - გიორგი ბრეგაძემ, კავკასიის ტურიზმის სკოლის UNWTO TedQual-ით  სერტიფიცირების და რესერტიფიცირების წარმატებული გამოცდილება ბოსნია და ჰერცოგოვინას უნივერსიტეტებს (University of East Saraevo and University of Tuzla) გაუზიარა.

 

პროცესი მხარდაჭერილია ბოსნია და ჰერცოგოვინას USAID-ის წარმომადგენლობის მიერ და მიზნად ისახავს ბოსნია ჰერცოგოვინას იმ უნივერსიტეტების მხარდაჭერას, რომლებსაც ანალოგიური პროცესი ზაფხულში ელით.

 

კავკასიის უნივერსიტეტი პირველია საქართველოში და ერთ-ერთი პირველი რეგიონში, რომელმაც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TedQual-ის სერტიფიცირების პროცესი 2020 წელს წარმატებით გაიარა, წელს კი აკრედიტაციის ვადა 3 წლით გაიხანგრძლივა.

 

TedQual - სერტიფიცირების სისტემა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სტანდარტი განათლების სისტემაში ტურიზმის მიმართულებით, რომელიც ადმინისტრირებულია UNWTO-ს მიერ და ამოწმებს ტურიზმის პროგრამების პედაგოგიურ და ორგანიზაციულ გამართულობას და ეფექტიანობას.