მასპინძლობის მენეჯმენტის სტუდენტების ვიზიტი სასტუმროებში “Holiday Inn Express Tbilisi Avlabari” და „სასტუმრო მუზეუმი“- ში

23 დეკემბერი 2023

მასპინძლობის მენეჯმენტის (FDU) პროგრამის პირველკურსელები, ლექტორ ქეთევან მიქაშავიძის  ორგანიზებით, კურსის „ტურიზმის შესავალი“-ის  ფარგლებში, ესტუმრნენ სასტუმრო „Holiday Inn Express Tbilisi Avlabari“ -ს და „სასტუმრო მუზეუმ“-ს.

 

ტურის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ საერთაშორისო ბრენდისა და ადგილობრივი ბუტიკური სასტუმროებს მართვის და ოპერაციების თავისებურებებს. მოისმინეს სასტუმროების ყოველდღიური ცხოვრებისა და სტანდარტების გამოყენების პრაქტიკები და მათი მნიშვნელობა. ასევე გაეცნენ სასტუმროში კარიერული ზრდის პერსპექტივებს და შესაძლებლობებს. 

 

აღსანიშნავია, რომ ტურის ერთ-ერთი მასპინძელი იყო სასტუმრო ,,მუზეუმი’’-ს გენერალური მენეჯერი, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის პირველი მიღების კურსდამთავრებული - მერი ოთარიშვილი.