ტურიზმის სკოლის სტუდენტების ვიზიტი სასტუმრო „IBIS BUDGET TBILISI CENTER"- ში

13 ოქტომბერი 2023

12 ოქტომბერს, ტურიზმის სკოლის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის  გასვლითი საინფორმაციო ტური მოეწყო სასტუმრო „IBIS BUDGET TBILISI CENTER"- ში.

 

სტუდენტები გაეცნენ სასტუმროს საქმიანობის  სპეციფიკას, დეპარტამენტებს და იმ ძირითად კომპონენტებს, რომელიც სასტუმროს ოპერირებისთვის არის მნიშვნელოვანი.

  

ტურიზმის სკოლა და „IBIS BUDGET TBILISI CENTER’’ გასული წლიდან თანამშრომლობენ და ეს უკვე მეორე საინფორმაციო შეხვედრა იყო სტუდენტებისთვის, სადაც მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს სასტუმროს ადმინისტრაციის წევრებისგან.