12 -17 ივლისს, ტურიზმის სკოლის დეკანი დიკო კოპალეიშვილი, ფულდას უნივერსიტეტში (გერმანია)იმყოფებოდა, სადაც "International Summer University-ის" ფარგლებში, ჩაატარა სემინარი/ვორკშოპი თემაზე: "უცხოეთში სწავლა: შესაძლებლობები, გამოწვევები და სამშობლოში დაბრუნება".
სემინარს ესწრებოდნენ სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან: გერმანია, აშშ, ჩეხეთი, ავსტრალია და ა.შ.
აღნიშნულ ღონისძიებას უკვე 20 წელია ახორციელებს ფულდას უნივერსიტეტი, რომლის ფარგლებშიც ტარდება კონფერენციები, ლექციები, სემინარები, ვორკშოპები, გერმანული ენის კურსები და სხვა კულტურული ღონისძიებები.