ტურიზმის სკოლის სტუდენტების ვიზიტი კომპანია „მიმინო კავკასიაში“

19 დეკემბერი 2023

16 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტებს  ტურისტულმა კომპანიამ „მიმინო კავკასიაში“ უმასპინძლა.

 

სტუდენტებს  შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კომპანიის კორპორაციულ პარტნიორებთან ურთიერთობის დეტალებს, ტურისტული პროგრამის შექმნის, საოპერაციო მართვის, ჯავშნების, ტურიზმის სფეროში პროფესიულად შეღწევის, თავის დამკვიდრებისა და ტურისტული კომპანიის მართვის სტრატეგიებს.

 

კომპანია "მიმინო კავკასიაში",-ს კავკასიის ტურიზმის სკოლასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, სამომავლოდ იგეგმება აქტივობები სტუდენტთა სტაჟირების და დასაქმების მიმართულებით.