მემორანდუმის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე წამყვან სასწავლო დაწესებულებაში ისწავლონ.
კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს შეეძლებათ, ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ შემოთავაზებულ პროგრამებში მონაწილეობა მიიღონ. ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებთან ერთად ერთსემესტრიანი გაცვლითი და საზაფხულო სკოლის კურსები იფუნქციონირებს.
სამაგისტრო პროგრამა როგორც იურისტებისათვის, ასევე სხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის არის გათვალისწინებული.
ამასთანავე, თანამშრომლობის ფარგლებში ყოველი წლის ივნისს-ივლისში სპეციალიზირებული, ექვსკვირიანი საზაფხულო სკოლა სამართალსა და ბიზნეს სამართალში იმოქმედებს. საზაფხულო პროგრამა კერძო ორგანიზაციებისა და საჯარო სამსახურის მოხელეთათვის, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის არის განკუთვნილი. მონაწილეეები ემორის უნივერსიტეტის სერტიფიკატს მიიღებენ.
{phocagallery view=category|categoryid=538|limitstart=0|limitcount=0}