28 ნოემბერს, სამართლის სკოლის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტს მწერალი ნინო სადღობელაშვილი ეწვია. მან თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ ისაუბრა. გარდა ამისა, მხატვრული ლიტერატურის სტენდი გაიხსნა. კავკასიის უნივერსიტეტს საჩუქრად ქართული პროზის 23 ტომი გადაეცა. სპეციალურად პროექტისათვის შეიქმნა წიგნი "ანაბეჭდი", სადაც მწერალმა სამახსოვრო ავტოგრაფი დატოვა.
ლიტერატურული საღამოები ყოველკვირეულად გაიმართება.
კავკასიის უნივერსიტეტს მწერალი ნინო სადღობელაშვილი ეწვია
11 იანვარი