კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი ლევან მურუსიძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები 9 ივნისს აირჩია. ლევან მურუსიძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა საბჭოს წევრად 159 ხმით აირჩიეს.
კავკასიის სამართლის სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ლევან მურუსიძეს ამ წარმატებას!