2-15 ივნისს კავკასიის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტებმა ეკა მანჯგალაძემ და ნინო ორაგველიძემ ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის (ლიტვა) საზაფხულო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა.
მათ გაიარეს კურსი სახელწოდებით "შედარებითი კონსტიტუციური სამართალი". კურსს არკანზასის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი ჰოვარდ ბრილლი უძღვებოდა.