„კონსტიტუციური სამართლის ოლიმპიადა“

11 იანვარი

23–25 ოქტომბერს, კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ეგიდით, „კონსტიტუციური სამართლის ოლიმპიადა" გაიმართა. ოლიმპიადაში მონაწილეობა კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებმა გიორგი ჩაკვეტაძემ, მარიამ ლომიძემ, თამარ კორახაშვილმა , ელენე თევზაძემ, ლაშა ვანიშვილმა და გიორგი ნიკოლაშვილმა მიიღეს.

ოლიმპიადა ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ტურში, დისკუსიაში თემაზე: „2012–13 წლების კონსტიტუციური ცვლილებები" პირველი ადგილი კავკასიის სამართლის სკოლამ მოიპოვა.

მეორე ტურში, თამაშში „რა? სად? როდის?", რომელიც ასევე კონსტიტუციურ თემატიკას ეხებოდა, კავკსიის სამართლის სკოლამ მეორე ადგილი აიღო.