წიგნის “ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პრაქტიკა და ქართული შრომის სამართალი“ მეორე ნაწილი

2 დეკემბერი 2020

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ასოციაციის „ევროპის დროით“ ორგანიზებითა და კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნდა წიგნის “ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პრაქტიკა და ქართული შრომის სამართალი“ მეორე ნაწილი.

 

წიგნი უპრეცედენტოა და წარმოადგენს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო გადაწყვეტილებების თარგმანსა და თემატურ მიმოხილვას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპული ასოცირების ხანაში, ქართული შრომის სამართლის მეცნიერების, სასამართლო პრაქტიკისა და საქართველოს უნივერსიტეტებში შედარებითი შრომის სწავლების განვითარებისათვის.

 

წიგნის მეორე ნაწილში შესულია შემდეგი თემატური მიმართულებები:

 

  • მასწავლებელთა და ლექტორთა განსაზღვრულვადიანი ჯაჭვურად განგრძობადი და განახლებადი შრომითი ხელშეკრულებები (1999/70 დირექტივის გამოყენების მაგალითზე);
  • პოლიციელის სამუშაო დრო 2003/88 დირექტივისა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პრაქტიკის მიხედვით;
  • ნახევარ განაკვეთზე მუშაობის რეგულირების ასპექტები 97/81 დირექტივასა და საქართველოს კანონმდებლობაში;
  • შეზღუდული შესაძლებლობის საფუძვლით დისკრიმინაციის აკრძალვა დასაქმებისას და შრომით საქმიანობაში (2000/78 დირექტივასთან დაკავშირებით CJEU პრაქტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი);
  • დამსაქმებლის ცვლილებისას დასაქმებულთა უფლებებისა და შრომითი პირობების გაუარესებისაგან დაცვა კოლექტიური ხელშეკრულებით (2001/23 დირექტივით დადგენილი სტანდარტი და საქართველოს გამოცდილება).

 

წიგნის ავტორები: ეკატერინე ქარდავა, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური, მაკა კარტოზია, ნინო ლიპარტია.  

 

"ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პრაქტიკა და ქართული შრომის სამართალი"- მეორე ნაწილი.