CSL სტუდენტების შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან

11 მაისი 2018

11 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სამართლის სკოლის სტუდენტებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე შეხვდა.

 

ზაზა თავაძემ სტუდენტებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრაქტიკა გააცნო. ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონსტიტუციური მართლმსაჯულების დამახასიათებელ სისტემურ საკითხებზე. სტუდენტებმა დამატებით ინფორმაცია მიიღეს საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმებზე როგორც რეგიონული, ისე გლობალური მასშტაბით.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.