ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი CSL-სა და J&T Consulting Educational Center-ს შორის

27 მაისი 2019

27 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და ჯეი ენდ თი ქონსალთინგის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია, ცენტრის მიერ ინიცირებული ისეთი საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობა, რომელიც შეესაბამება სამართლის სკოლის მიზნებსა და ინტერესებს; სამართლისა და საგანმანათლებლო საქმიანობის პოპულარიზაცია; მხარეთა მიერ ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; სტუდენტებისათვის ხარისხიანი იურიდიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; გამოცდილების გაზიარება.

 

ამავე დღეს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ჯეი ენდ თი ქონსალთინგის სასწავლო ცენტრის ერთობლივი პროექტის: „სამართლებრივი დებატები ამერიკულ - საპარლამენტო ფორმატში“ პირველი ეტაპი გაიმართა.