სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელახალი აკრედიტაცია

18 აპრილი 2019

18 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, კავკასიის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამას ხელახალი, 7 წლიანი აკრედიტაცია მიანიჭა.

 

კავკასიის სამართლის სკოლა 2005 წლიდან ფუნქციონირებს და სტუდენტებს სთავაზობს განათლების მიღების ევრო-ამერიკულ მოდელს, რომელიც კარგად არის ადაპტირებული ქართულ სინამდვილესთან.