22 მარტს, კავკასიის სამართლის სკოლაში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - "მედიაცია როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება." ლექციას უძღვებოდნენ კავკასიის სამართლის სკოლის ლექტორი არჩილ ბორჯაძე და თსუ-ს პროფესორი და მედიატორი სოფო ჩაჩავა.
ლექცია სამართლის სკოლებში მედიაციის სალექციო კურსის დანერგვასთან დაკავშირებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა აუდიტორიისთვის ზოგადი წარმოდგენის შექმნას მედიაციის შესახებ.