კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი კომერციული არბიტრაჟის პირველ ეროვნულ შეჯიბრში

21 აპრილი 2021

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო კომერციული არბიტრაჟის პირველ ეროვნულ შეჯიბრში. გუნდი შედგებოდა კავკასიის სამართლის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამების სტუდენტებისგან:

 

  • ანა ხიზანიშვილი
  • ედიშერ გამგონეიშვილი
  • თინათინ ლელაძე
  • ნინო ფანჯაკიძ

 

კავკასიის სამართლის სკოლის გუნდმა წარმატებით იასპარეზა და მოიპოვა პრიზი „საუკეთესო საარბიტრაჟო სარჩელისთვის“.

 

შეჯიბრი სამ ეტაპად ჩატარდა, საარბიტრაჟო სარჩელების შედგენა, საარბიტრაჟო შესაგებლების შედგენა, ზეპირი რაუნდები და მასში მონაწილეობდა საქართველოს 12 უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი გუნდები.

 

შეჯიბრი, რომელიც 2020 წლის 18 დეკემბერს დაიწყო და 2021 წლის 11 აპრილს დასრულდა, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული , USAID-ის პროგრამის – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ ფარგლებში.