23 და 24 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ბიზნეს სამართალში სტუდენტური შეჯიბრების ზეპირი რაუნდები გაიმართა.
შეჯიბრების შესარჩევ ეტაპზე 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიდანაც ფინალში ერთმანეთს კავკასიის უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ.
კავკასიის სამართლის სკოლამ, მარი შარაძის, ირაკლი ბიწკინაშვილისა და თამარ შიოშვილის შემადგენლობით, მეორე ადგილი დაიკავა.
შეჯიბრება ორგანიზებული იყო, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტისა
და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ მიერ.