გიორგი ხუბუას საჯარო ლექცია - “სამართლიანობა როგორც სამართლის პრინციპი”

14 ნოემბერი 2019

14 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში სამართლის ფილოსოფოსის, გიორგი ხუბუას საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე - “სამართლიანობა როგორც სამართლის პრინციპი”.

 

გიორგი ხუბუა მრავალენოვანი სამეცნიერო კრებულების რედაქტორი და თანაავტორია. მას ეკუთვნის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია და ერთი სახელმძღვანელო. ამჟამად გიორგი ხუბუა ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და პროფესორია.  

 

საჯარო ლექციის დასასრულს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გიორგი ხუბუასთვის კითხვები დაესვათ.

 

გიორგი ხუბუა კავკასიის უნივერსიტეტში ვიზიტისას სტუდენტებს, ვიცე-პრეზიდენტებს, სკოლების დეკანებს და კავკასიის უნივერსიტეტის საბჭოს წევრებს შეხვდა და კამპუსი დაათვალიერა.