25 დეკემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გამოცხადებულ კონკურსში კავკასიის სამართლის სკოლის სამი გუნდი დაჯილდოვდა გამორჩეული ნაშრომისთვის.
კონკურსი გამოცხადებული იყო კამპანიის ფარგლებში - „პარლამენტი შენი მეგობარი“. კონკურსანტებს უნდა მოემზადებინათ საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივა ნებისმიერ თემაზე და საინტერესო კანონპროექტი. კონკურსის მხარდამჭერები იყვნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF).
გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულებისა და მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ. გამარჯვევული ხუთი გუნდიდან სამი კავკასიის სამართლის სკოლის გუნდია.
1. თინათინ ფალავანდიშვილი, მარიამ კეკენაძე;
2. მარი შარაძე, ლანა გიორგაძე
3. ანა კომახიძე, მერაბ კოჭლამაზიშვილ