26-27 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტების სასემინარო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
ირაკლი შამათავამ მეორე თემატური სასემინარო ნაშრომი წარმატებით დაიცვა. დოქტორანტმა წარმოადგინა თემა „პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება (სასამართლო პრაქტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის უახლესი რეგულაციის შედარებით-სამართლებრივი ანალიზი გერმანულ-ფრანგულ სამართალთან).“
მარინა კობახიძემ პირველი თემატური სასემინარო ნაშრომი წარმატებით დაიცვა. დოქტორანტმა წარმოადგინა თემა „ჩანასახის სამართლებრივი მდგომარეობა და მისი სამართალსუბიექტად ცნობის პრობლემური ასპექტები საქართველოს კანონმდებლობაში.“