2,3 და 9 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გაიმართა.
2 თებერვალს აბიტურიენტებმა შესავალი, სიტყვის წარმოთქმის ტექნიკა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სტრატეგია და მიზანი, დასკვნითი სიტყვის მნიშვნელობა განიხილეს. მათ ჰქონდათ ქეისი, სადაც გაინაწილეს როლები.
3 თებერვალს იმიტირებული პროცესისთვის ბრალდებისა და დაცვის მხარის მომზადებისთვის მიიღეს ინფორმაცია.
9 თებერვალს კი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გაიმართა.
პროცესს გაუძღვა შოთა ტყეშელაშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი.