ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

7 დეკემბერი 2018
 

7 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ საჯარო ლექცია გამართა, თემაზე: „ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა".

 

ლექციის ფარგლებში, ლონდა თოლორაიამ სტუდენტებს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით საქართველოში არსებული ტენდენციები, სტატისტიკური მონაცემები, ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობა, გამოწვევები, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.

 

ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც სტუდენტებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.

 

3-10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული იმართება, საჯარო ლექცია კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.