მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ოფისის სტიპენდია

26 აპრილი 2024

მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ოფისი იწყებს განაცხადების მიღებას სტიპენდებზე 1-2 თვიანი კვლევებისთვის გერმანიაში.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულ მისამართზე  info@mwsgeorgia.org  უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, PDF ფორმატში:

 

  • ექსპოზიცია კვლევით პროექტზე (დაახლოებით 2-3 გვერდი);
  • კვლევითი სამუშაოს მონახაზი, რომელიც საჭიროებს გერმანიაში ყოფნას, (ყოფნის დაგეგმილი ხანგრძლივობა + სამუშაო გეგმა);
  • აკადემიური ხელმძღვანელის მიერ (ან შესაბამისი დარგის სხვა ექსპერტის) მოკლე შეფასება (ერთი გვერდი);
  • რეზიუმე (პუბლიკაციების სიით);
  • ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორანტურის ატესტატის ასლი;
  • გერმანიის დაწესებულებებში კვლევითი ყოფნის შემთხვევაში, დასტური მოცემული დაწესებულების მიერ.

 

თვიური სტიპენდია: 1450-1750 ევრო


ფრენის ერთჯერადი ანაზღაურება: მაქსიმუმ 500 ევრო

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 15 მაისი, 2024.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს ან დუკავშირდეთ ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@mws-georgia.org 

 

გისურვებთ წარმატებას!