ეროვნული შეჯიბრება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2020

14 დეკემბერი 2020

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრებაში კავკასიის სამართლის სკოლის გუნდმა ფინალურ ეტაპზე იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა. გუნდის ერთ-ერთი წევრი - კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრანტი ბესიკ სხირტლაძე “2020 წლის ეროვნული შეჯიბრის საუკეთესო მომხსენებლად“ დასახელდა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი დაკომპლექტებული იყო CSL-ის მაგისტრატურის სტუდენტებისგან:

 

რუსუდან შაშიკაძე

ლილე ხაბალაშვილი

ბესიკ სხირტლაძე

 

გუნდს ხელმძღვანელობდა ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებში კავკასიის სამართლის სკოლის ტრენერი თინათინ ობოლაძე.

 

შეჯიბრებაში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების 30 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრის ორგანიზატორი იყო საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტების დელეგაცია, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით.