მიღების წესები

  • სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.
  • ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.

 

ჩასაბარებელი საგნები:
 
ქართული ენა და ლიტერატურა;
უცხოური ენა (გერმანული ან ინგლისური ან რუსული ან ფრანგული);
ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან (მათემატიკა, ისტორია).