კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.
CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 74 ქვეყნის 375 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.
CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.
კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.
კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის მედიის სკოლა (CSM) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ მიმართულებაზე:
- კრეატიული წერა და კოპირაითინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამისი მიმართულებით;
- დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების, Google Workspace , Canva და სოციალური მედიის პლატფორმების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლიანი;
- სამართლიანი და დისციპლინირებული;
- კომუნიკაბელური;
- კრეატიული;
- მოტივირებული;
- ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
- აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
- დარწმუნების და მოსმენის უნარი;
- ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (მაგისტრის/ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები;
- საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
- პროფესიული სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები. (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- ინგლისურენოვან პროგრამებზე სწავლების შემთხვევაში ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი. (ინგლისური ენის ცოდნა შესაძლოა დადასტურდეს შემდეგით: მოქმედი B2 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატით და/ან ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში მოპოვებული ბაკალავრის/მაგისტრის/ დოქტორის აკადემიური ხარისხის ინგლისურენოვანი პროგრამის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტით ან პირი უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, სადაც ქვეყნის ოფიციალური ენა არის ინგლისური ენა.)
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
- I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა ;
- II ეტაპი – გასაუბრება/პრეზენტაცია;
- III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.
საბუთების მიღება 2026 წლის 15 ივნისიდან-2026 წლის 25 ივნისის ჩათვლით;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel: 2 377777.
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობისა და მიმართულების დასახელება.
წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დავუკავშირდებით მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
