კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე

16 მარტი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.

CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 54 ქვეყნის 200 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.

 

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე ქართულ და ინგლისურენოვან სექტორში შემდეგი მიმართულებით:

 

  • ელექტრული წრედები (2 ვაკანტური ადგილი)
  • მიკროკონტროლერები (2 ვაკანტური ადგილი)
  • ტელეკომუნიკაციები (2 ვაკანტური ადგილი)
  • ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება (2 ვაკანტური ადგილი)
  • მონაცემთა ბაზების სისტემები (2 ვაკანტური ადგილი)
  • .NET ტექნოლოგიები  (2 ვაკანტური ადგილი)
  • პროგრამული პროდუქტის წარმოება (2 ვაკანტური ადგილი)
  • ვებ ტექნოლოგიები (2 ვაკანტური ადგილი)
  • პროგრამირების საფუძვლები (2 ვაკანტური ადგილი)
  • Java დაპროგრამების ენა (2 ვაკანტური ადგილი)
  • მობილური აპლიკაციების პროგრამირება (2 ვაკანტური ადგილი)
  • ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები (2 ვაკანტური ადგილი)
  • სამომხმარებლო ინტერფეისები (2 ვაკანტური ადგილი)
  • ციფრული მარკეტინგი (2 ვაკანტური ადგილი)
  • მანქანური სწავლება (1 ვაკანტური ადგილი)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინჟინერიის/ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
  • სასურველია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისურ ენაზე სალექციო კურსების წაკითხვის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები:

 

  • ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • დარწმუნების და მოსმენის უნარი;
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • სამართლიანი და დისციპლინირებული;

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV - მოიცავდეს ინფორმაციას განათლების, სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის და სხვა სამუშაო გამოცდილების შესახებ)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა;
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები;
  • საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვა უსდ-(ებ)ში არსებული დატვირთვების შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სადოქტორო/სადისერტაციო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას. (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 5 (ხუთი) წლის მანძილზე არსებული მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;

  

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა

 II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

საბუთების მიღება: 2023 წლის  16 აპრილის ჩათვლით

კონკურსის ჩატარების პერიოდი  აპრილი-მაისი

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.

 

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს  განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!