კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე

30 სექტემბერი 2022

სამუშაო მოვალეობები:

 

  • შეიმუშავებს და კოორდინირებას უწევს უნივერსიტეტის ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიას;
  • ხელმძღვანელობს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის საერთო პროცესს;
  • რაციონალურად ანაწილებს შესასრულებელი სამუშაო მის დაქვემდებარებაში არსებულ ადმინისტრაციულ პერსონალზე და აკონტროლებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს;
  • განიხილავს სხვადასხვა მომწოდებელი კომპანიების შემოთავაზებებს. აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევისას და ახდენს მათი ტექნიკური პარამეტრების ურთიერთშედარებას;
  • ახორცილებს ახალი ტექნოლოგიური სერვისების დანერგვას;
  • აკონტროლებს და ახდენს ახალი ტექნიკისა და ლიცენზიების შეძენის საჭიროებას;
  • კოორდინირებას უწევს უნივერსიტეტში არსებული ტექნიკის აღრიცხვის პროცესს;
  • მართავს და კოორდინირებას უწევს IT-სთან დაკავშირებულ პროექტებს;
  • ახორცილებს უნივერსიტეტში არსებული ტექნოლოგიური სერვისებისა და ტექნიკის ღირებულების ანალიზს, მდგომარეობის შეფასებას, რისკების განსაზღვრას და მისი ცვლილების/შეკეთების საჭიროების შემთხვევაში ახდენს მენეჯმენტთან ინიცირებას;
  • ზრუნავს ინფორმაციული სისტემების და სერვისების უსაფრთხობაზე;
  • მართავს მოლაპარაკებებს ორგანიზაციებთან და აკეთებს შემოთავაზებების შედარების დოკუმენტს მენეჯმენტთან წარსადგენად;
  • კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში;
  • უზრუნველყოფს სამუშაო/სასწავლო/საგამოცდო პროცესში  ტექნოლოგიურად გამართული გარემოს არსებობას და პროცესში გამოვლენილი ხარვეზის  შემთხვევაში, პასუხმისმგებელია მის აღმოფხვრაზე;
  • წარუდგენს მმართველ საბჭოს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული წლიური საქმიანობის შესახებ;
  • დეპარტამენტის საქმიანობის სრულყოფილად და უწყვეტად განხორციელების მიზნით უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;
  • უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ან მომიჯნავე სფეროში;
  • Cisco-ს CCNA დონის სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

 

დამატებითი მოთხოვნები:

 

  • ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დაკვირვებული;
  • პრობლემების სწრაფად და საფუძვლიანად გადაჭრის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დისციპლინირებული.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია), ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ:  „საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი“.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022  წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

 გისურვებთ წარმატებას!