კავკასიის უნივერსიტეტი ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების მენეჯერის თანამდებობაზე

8 ოქტომბერი 2021

სამუშაო მოვალეობები:

 

  • კავკასიის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის „დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე-განავითარეს“ (PDCA) შექმნა-განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
  • ხარისხის უზრუნველყოფის „დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე-განავითარეს“ (PDCA) სისტემის განხორციელება-ოპერირება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ოპერირების ხარისხის შემოწმების, ანგარიშების მომზადებისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • სასწავლო პროცესის მსვლელობის პერიოდულად გაკონტროლება; 
  • სტუდენტთა აკადემიური მოსწრების ანალიზის და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • სტუდენტთა გამოკითხვების შედეგების ანალიზის და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციისათვის თვითშეფასებისა და სხვა დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • დეპარტამენტის საქმიანობის აღწერის განხორციელება წლიური ანგარიშის წარდგენის მიზნებისათვის;
  • დეპარტამენტის ფუნქციებთან და ამოცანებთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. 




საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

 

  • არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა განათლების ადმინისტრირების/მენეჯმენტის მიმართულებით;
  • მენეჯერულ (დაბალი და საშუალო) პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი  გამოცდილება ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა იქნება შემოწმებული ტესტირების ან გასაუბრების საფუძელზე).

 


პიროვნული უნარ-ჩვევები

 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა; 
  • დისციპლინირებულობა.



სამუშაო პირობები: 

 

  • სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
  • ანაზღაურება (ხელზე): გამოსაცდელი ვადის დროს შეთანხმებისამებრ. გამოსაცდელი ვადის შემდგეგ - 1000 ლარი;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე



დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge 

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ:  “ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების მენეჯერი“.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.



გისურვებთ წარმატებას!