ვახტანგ ბერიშვილი კავკასის უნივერსიტეტის პროფესორი, პროფესიონალი ფინანსური მენეჯერი და ფინანსური კონსულტანტია. მისი კარიერა მოიცავს როგორც აკადემიურ, ასევე კერძო და საჯარო სექტორების ორგანიზაციების მართვის მიმართულებებს.
კავკასიის ბიზნეს სკოლის პროფესორის პოზიციამდე, რომელსაც ის იკავებს 2022 წლიდან, იყო აკადემიური პერსონალი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში. ბოლო ოცი წლის განმავლობაში იგი ასწავლის სხვადასხვა საგნებს ფინანსების მიმართულებით, მათ შორისაა: კორპორატიული ფინანსები, ფინანსური მენეჯმენტი, მენეჯერული აღრიცხვა, რისკების მართვა, და ფინანსური ანალიზი. ვახტანგი მუშაობდა სხვადასხვა მენეჯერულ თანამდებობებზე ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში.
ვახტანგ ბერიშვილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი (ფინანსური ანალიზი). ასევე ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს კავკასიის ბიზნესის სკოლიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ის აკადემიური კარიერის დასაწყისში ძირითად დროს სწავლებას უთმობდა, ბოლო წლებში მან გააძლიერა კვლევითი საქმიანობა და აქვს რამდენიმე პუბლიკაცია ფინანსების, ენერგოეფექტურობისა და ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით.
