Development Plan

კავკასიის უნივერსიტეტი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით ჩამოყალიბებული კერძო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, კავკასიის უნივერსიტეტის წესდების და შინაგანაწესის საფუძველზე. უნივერსიტეტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საკუთარი დროშა, ჰიმნი და სხვა სიმბოლოები, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკებში და კერძო იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მისიაა კვლევებზე ორიენტირებული სწავლების და სწავლის დანერგვით ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, ზნეობრივად სრულყოფილი, დემოკრატიის იდეალების ერთგული სპეციალისტების მომზადება და საზოგადოების საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 

უნივერსიტეტის დევიზია ,,შტუდიუმ პრეტიუმ ლიბერტატეს”- ,,ცოდნა თავისუფლების საწინდარია”.
უნივერსიტეტი კანონმდებლობით დადგენილი წესით პროგრამების შესაბამისად კურსდამთავრებულებს ანიჭებს ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხებს.

 

კავკასიის უნივერსიტეტმა 2009 წლის 30 დეკემბერს ხუთი წლის ვადით მიიღო სახელმწიფო ინსტიტუციური აკრედიტაცია. საქართველოს განათლების ხარისხის განვითარბის ცენტრმა გაუსაზღვრა სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობი ქვოტა - 3355-ით. კავაკასიის უნივერსიტეტმა 2012-2013 წლებში პროგრამული აკრედიტაციის მიზნით წარადგინა ახალი და ძირეულად მოდიფიცირებული პროგრამები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებში. უნივერსიტეტმა 2013 წლიდან განაახლა და დაადგინა აკადემიური პროგრამებისა და სილაბუსების შიდა სტანდარტი, ასევე განაახლა საუნივერსიტეტი და შიდა სასკოლო მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტები. 2009 -2014 წლებში უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესის ხელშეწყობისა და სტუდენტთა და პროფესორმასწვლებელთა საერთაშორისო მობილობის გაუმჯობესების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა საქართველოს სამთავრობო სტურქტურებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედია ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან, საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან, კოლეჯებთან, მნიშვნელოვანწილად გააფართოვა საერთაშორიო თანამშომლობის პარტნიორი უნივერსიტეტების წრე. 2009 წლიდან გაფორმებული თანამშორმლობის მემორანდუმების რაოდენობა 170-ია, მათ შორის მიმდინარე საუნივერსიტეტო მემორანდუმების რაოდენობა 80 აღემატება.

 

2009-2014 წლებში კავაკსიის უნივერსიტეტმა ჩამოაყალიბა, სტრუქტურულად და პროგრამულად განავითარა და სტუდენტთა მიღება განახორციელა რვა სკოლაში: კავკასიის ბიზნესის სკოლა, კავკასიის სამართლის სკოლა, კავკასიის მედიის სკოლა, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ-მეცნიერებათა სკოლა, კავკასიის ტურიზმის სკოლა, კავკასიის ეკონიმიკისა და ჯანდაცვის სკოლა.

 

ქვეყნისა და საერთაშორისო დონეზე უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების შესაბამისად, ასევე პერიოდული თვითშეფასებების შედეგებზე დაყრდნობით კავკასიის უნივერსიტეტი ახდენს სტრატეგიული განვითარების გეგმის განახლებას რათა უზრუნველყოს უნივერსიტეტის მისიისა და ამოცანების შესაბამისობა მუდმივად ცვალებად გარემოსთან და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. მიზნის მისაღწევად ნერგავს სწავლების თანამედროვე მეთოდების, ანახლებს სასწავლო მასალებს, კომპიუტერულ ტექნიკას, ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას სწავლა-სწაველბის პროცესში. სასწავლო პროცესის ეფექტრად წარმართვისათვის აძლიერებს ადამიანურ რესურსს და ოპტიმალურად იყენებს მათ სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისთვის.

 

წინამდებარე 2014-2020 წლების კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა ახასავს მიზნით განპირობებული აქტივობების შესრულებისა და მოსალოდნელი შედეგების მიღწევის გზებს თითოეული სკოლისა და შემადგენელი დეპარტამენტების მიხედვით.

კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა