School Of Law

კავკასიის სამართლის სკოლა (CSL) გთავაზობთ განათლების მიღების ევრო-ამერიკულ მოდელს, რომელიც კარგად არის ადაპტირებული ქართულ სინამდვილესთან.

 

CSL - ის დანიშნულებაა: შექმნას სათანადო პირობები პიროვნული პოტენციალის რეალიზებისათვის; უზრუნველყოს სამსაფეხუროვანი  (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) უმაღლესი იურიდიული განათლება; იურისპრუდენციის სფეროში იყოს უწყვეტი განათლების ცენტრი.


კავკასიის სამართლის სკოლამ ფუნქციონირება 2005 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

 

სკოლის პრიორიტეტებია: გაცვლითი და დუალ პოგრამები უცხოეთის პარტნიორ უნივერსიტეტებთან, სწავლა/სწავლების მაღალი ხარისხი, ინგლისურენოვანი სწავლება,  პრაქტიკაზე ორიენტირებული კურიკულუმები, კლინიკური განათლება,  დომინირებული კვლევითი კომპონენტი და კურსდამთავრებულთა მაქსიმალური დასაქმება.

 

სკოლის კურიკულუმები, მოდულები, სილაბუსები, სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა სრულ თანხვედრაშია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებულ მოთხოვნებთან, კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) ნორმებთან.

სკოლაში მოქმედებს ხარისხის კონტროლის შიდა და გარე მექანიზმები, რომლითაც ზუსტდება სტუდენტთა და ლექტორთა სარეიტინგო მაჩვენებლები. სასწავლო პროცესი დინამიურად ექვემდებარება მოწვეული უცხოელი ექსპერტის მონიტორინგს.


კავკასიის სამართლის სკოლის სლოგანია: “კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია!” (“DURA LEX, SED LEX!”) და ეს მოთხოვნა ჩვენთან უპირველესად სასწავლო პროცესში რეალიზდება.