პროფესორ ვალერი სილოგავას სახელობის პირადი ბიბლიოთეკის სივრცის და აუდიტორიის გახსნა

6 თებერვალი 2020
5 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში პროფესორ ვალერი სილოგავას სახელობის პირადი ბიბლიოთეკის სივრცე და აუდიტორია გაიხსნა.
  
ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ ვალერი სილოგავაზე ისაუბრეს, მისი საქმიანობა და პროფესიონალიზმი შეაფასეს. აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგა კახა შენგელია, რომელმაც პროფესორი ვალერი სილოგავა გაიხსენა და ხაზი მისი საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა.
 
ვალერი სილოგავა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იყო. სწორედ მისი თანაავტორობით შეიქმნა საქართველოს ისტორიის სალექციო კურსი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.
 
მისი ძირითადი სამეცნიერო ინტერესი იყო ქართული წყაროთმცოდნეობის, ეპიგრაფიკული ძეგლების, ქართული დიპლომატიკისა და სიგელთმცოდნეობის პრობლემების, ასევე ძველი ქართული საისტორიო თხზულებების კვლევა.
  
ვალერი სილოგავას შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე.