ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩისა და კულტურის ატაშეს ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

28 იანვარი 2020

24 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში ირანელი მსმენელებისა და სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ირანელი მსმენელები, რომელთაც კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ინგლისური ენის კურსების წარმატებით გავლისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის სერტიფიკატები გადაეცათ.

 

ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ირანის ელჩი თბილისში ჯავად ყავამ შაჰიდი, კულტურის ატაშე ჰამიდ მოსთაფავი და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მსვლელობისას სტუდენტების პრეზენტაციების გარდა, აუდიტორიამ ირანული ტრადიციული სიმღერები მოისმინა.

 

შევხვედრისას, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებასა და საერთო ღონისძიებების ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

 

სპარსულენოვანი კურსები უკვე ერთი წელია კავკასიის უნვერსიტეტში ტარდება.