ახალბედა საწარმოს პროექტის ბოლო ეტაპი

11 იანვარი


ფინანსური კრიზისის დროს საფრანგეთის ბიზნესის საბჭომ საქართველოში და კავკასიის ბიზნესის სკოლამ (კავკასიის უნივერსიტეტი) გადაწყვიტეს, ბიზნესის განვითარების მიზნით, ჩაეტარებინათ "ახალბედა საწარმოს პროექტის" პრეზენტაცია, რომელიც იქნებოდა ერთგვარი სტიმული ახალგაზრდა სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულთათვის.

მთავარი მიზანი ამ პროექტისა არის დაეხმაროს კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს დანერგონ თავიანთი პროექტი იმპორტ-ექსპორტის საქმიანობაში, ხელი შეუწყოს პროექტის განვითარებაში და ჩამოაყალიბონ ურთიერთობა დამწყებ და გამოცდილ ბიზნესმენებს შორის.

პროექტმა გაიარა რამოდენიმე საფეხური: პროექტების პრეზენტაცია, საუკეთესო პროექტების შერჩევა, ე.წ. "ნათლიმამების" დანიშვნა რეალური ბიზნესის წარმომადგენლებიდან თითოეული პროექტისთვის. პროექტმა უნდა გაიაროს საბოლოო საფეხური, სადაც უნდა შეირჩეს ყველაზე წარმატებული და ინოვაციური პროექტი, რომელიც დაფინანსდება.

საუკეთესო პროექტები:

„ქართული ფეტრი" – პროექტის ავტორები: თამთა გამეზარდაშვილი, გიგა ორკოშნელი, ნიკოლოზ ლომიძე და გიორგი კალანდაძე
„ეკოლოგიურად სუფთა შეშა"– პროექტის ავტორები: გოჩა ნიკოლაიშვილი, ირაკლი ანთიძე, გიორგი დვალიშვილი, შაკო გელენიძე
„ქართული ცხვრის ხორცის ნაწარმი" – პროექტის ავტორები: ნატალია ძიძიგური, ნინო კუბლაშვილი, ნინო კაპანაძე, ქეთი თევდორაძე
„ნახშირის ბრიკეტი" – პროექტის ავტორები: გიორგი დოლიძე, ნიკოლოზ კორტავა, ირაკლი ტუღუში
„ემალის ნაკეთობა" – პროექტის ავტორები: ბექი ფანცხავა, ანი გიორგაძე, ნათია მოდებაძე, ანა რამაზაშვილი

გამარჯვებული პროექტი მაისში გამოვლინდება.