წინასადისერტაციო დაცვა

11 იანვარი

ბიზნესის სკოლის ლექტორმა გიორგი ნატროშვილმა სადოქტორო თემა "The Effect of Gross Domestic Product on Banking Sector Performance in Georgia" წარმოადგინა. პროფესორი ნოდარ ხადური სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო.

დარგობრივი სადისერტაციო საბჭო შემდეგი წევრებისგან შედგებოდა: კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ვიცე–პრეზიდენტი აკადემიურ დარგში ნუგზარ სხირტლაძე, კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ბორის (ბუბა) ლეჟავა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგი თურქია.

წინასადისერტაციო დაცვა წარმატებით დასრულდა.