ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა

კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა

 

კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა 2012 წელს დაარსდა, როგორც ჯანდაცვის სკოლა, ხოლო 2013 წლის დეკემბრიდან სკოლის გაფართოებისა და პროგრამების დამატების შემდეგ სკოლამ შეიცვალა სახელი.

 

კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მისიაა საქართველოში ეკონომიკისა და ჯანდაცვის სისტემების მართვის თანამედროვე მიდგომების და ღირებულებების დანერგვა, რომელთა სერიოზულ დეფიციტს განიცდის დღეს საქართველო.

 

საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების, სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენი სკოლის ჯანდაცვის მიმართულების ამოცანაა:

 

  • მოამზადოს ჯანმრთელობის მართვის დარგში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მენეჯერები და ლიდერები;
  • ჯანდაცვის სისტემების მართვის ახალი ტექნოლოგიების სწავლება;

 

საქართველოს ეკონომიკური გაჯანსაღებისა და განვითრების სწორი ვექტორის არჩევის მიზნით, რომელიც ქვეყნის წარმატებული განვითარების საფუძველია, ჩვენი სკოლის ეკონომიკის მიმართულების ამოცანაა:

 

  • უზრუნველყოს საერთაშორისო დონის ეკონომისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ საქართველოს ეკონომიკაში თანამედროვე მოდელების შემუშავებასა, ეკონომიკური პროცესების სწორად მართვას,  კომპანიების მომგებიან სტრატეგიების დანერგვას.