პროგრამის სტრუქტურა

საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის სასწავლო კომპონენტი მოიცავს 60 ECTS კრედიტს და შედგება სასწავლო კურსებისა (30 კრედიტი) და სწავლება-ასისტირების კომპონენტისგან (30 კრედიტი). კვლევითი კომპონენტი მოიცავს სადოქტორო დისერტაციას, რომლის შესრულება ხორციელდება 2 წლის (4 სემესტრი) განმავლობაში.

 

სადოქტორო პროგრამის სტანდარტული ვადა შეადგენს 3 წელს. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით და მოიცავს შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებს. სემესტრი მოიცავს 20 კალენდარულ კვირას, შესაბამისად, სასწავლო წელი დაგეგმილია 40 კალენდარულ კვირაზე. სასწავლო წლის განმავლობაში დასაშვებია 60-ზე ნაკლები კრედიტების დაგროვება.

 

1 ECTS კრედიტი უდრის 25 საათს, რაც მოიცავს, როგორც დოქტორანტის საკონტაქტო დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, პრაქტიკუმი, ხელმძღვანელთან კონსულტაცია და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობისათვის განკუთვნილ დროს (სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა, თემის აქტუალურობის დასაბუთება, კვლევა).

 

პროგრამის სტანდარტული ვადის ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არაუმეტეს 4 სემესტრი) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.

  

 იხილეთ პროგრამა