ციფრული ტრანსფორმაცია სასტუმროებში

6 December 2024
6 დეკემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - ციფრული ტრანსფორმაცია სასტუმროებში.
 
 
ლექციას წარუძღვება მილა კოპალეიშვილი, CSB-ის კურსდამთავრებული, დეველოპერული კომპანია „ორბის” გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი, ახალგაზრდა ევროპელი ელჩი.
 
 
ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
 
  • ტექნოლოგიების მნიშვნელობა სასტუმრო ინდუსტრიაში;
  • თვითმომსახურება, AI და მეტავერსი;
  • ქეისები და რეალური მაგალითები;
  • გამოწვევები და რისკები;
  • მომავლის ტრენდები.
 
მილა კოპალეიშვილი ციფრული ტრანსფორმაციისა და ტექნოლოგიური სტრატეგიების სპეციალისტია. იგი 4 წელია, ჩართულია სასტუმროსა და ტურიზმის ინდუსტრიაში.
 
 
მილას პროფესიული გამოცდილება დაიწყო საქართველოში პირველი ტექნოლოგიური სასტუმროთი, სადაც მუშაობდა მარკეტინგისა და ციფრული ინოვაციების დანერგვასა და განვითარებაზე. „ეპიზოდში“ მუშაობის პერიოდში იგი იყო ბერლინში გამართული, მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული გამოფენის, ITB-ის, როგორც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი.
ამჟამად, მილა მუშაობს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია „ორბი ჯგუფში“, სადაც ჩართულია საერთაშორისო ბრენდის, „რედისონ ბლუ“-ს პროექტში. აღნიშნულს სასტუმრო თავადვე ოპერირებს, ხოლო ინფრასტრუქტურას მსოფლიოს წამყვანი კომპანიები მართავენ.
 
ლექციაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე.