24 ივლისს, 15:00 საათზე, კავკასიის მედიის სკოლის ახალი საბაკალავრო პროგრამის, ციფრული კომუნიკაცია და მედია-არტი, ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება.
შეხვედრას გაუძღვებიან კავკასიის მედიის სკოლის დეკანი ნინო ჟიჟილაშვილი და პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი სალუქვაძე.
პრეზენტაციის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, მოისმინონ დეტალური ინფორმაცია ახალი პროგრამის და მისი სტრუქტურის შესახებ, ასევე, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიიღონ ამომწურავი პასუხები.
ვრცლად პროგრამის შესახებ.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.