24 აპრილს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის რუბრიკის, ლიტერატურული საუბრების ფარგლებში ლევან ბერძენიშვილის Lit-Talks-ი გაიმართება.
რუბრიკის მოდერატორი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი და CU ლიტ კლუბის წევრი ლევან კაკლიანი იქნება.
ლევან ბერძენიშვილი ფრანც კაფკას "გარდასახვა"-ზე ისაუბრებს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართება.
დისტანციურ ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
Lit-Talks-ი სისტემატურად, კვირაში ერთხელ, გაიმართება. რუბრიკის ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო სტუმარი განსხვავებულ ლიტერატურას მიმოიხილავს.