საჯარო ლექცია თემაზე - ძუძუს კიბო

9 December 2024

9 დეკემბერს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დასრბაზში, მედიცინის კლუბის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე-ძუძუს კიბო.

 

ლექციას ჩაატარებს, მამოლოგი, ენდოკრინოლოგი, კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგი, ონკო-ქირურგი თორნიკე გახოკიძე, რომელიც ასევე გახლავთ, კავკასიის, საქართველოს და შავი ზღვის უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი. ასევე ის არის საქართველოს წარმომადგენელი „National Representative at EYSACESSO Young surgeons and alumni club”-ის.

 

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 

  • რა არის ძუძუს კიბო და როგორ ვითარდება იგი.
  • რა ფაქტორებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოს განვითარებას.
  • როგორ ხდება ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკა.
  • რა სიმპტომები შეიძლება ახლდეს ძუძუს კიბოს.
  • რა არის ძუძუს კიბოს სტადიები და რა მნიშვნელობა აქვს სტადიას მკურნალობის მეთოდის არჩევაში.

 

შეხვედრაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე.