ვორკშოპი - მეწარმეობის ესკეიპ რუმი სკოლის მოსწავლეებისთვის - ზუგდიდი

21 March 2025

21 მარტს, 13:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ზუგდიდის ტექნოპარკში X-XII კლასის მოსწავლეებს გიწვევთ ინტერაქტიულ საგანმანათლებლო აქტივობაში – „მეწარმეობის ესკეიპ რუმი“, რომელიც მიზნად ისახავს სამეწარმეო აზროვნების განვითარებას, გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარების გაძლიერებას.

 

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა:

 

  • გაიღრმავონ ცოდნა სტარტაპის იდეების გენერირების, მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბების, ფინანსური დაგეგმვისა და ბიზნესმოდელის შექმნის მიმართულებით;
  • იმუშაონ გუნდურად რეალურ სამეწარმეო გამოწვევებზე ლიმიტირებული დროის ფარგლებში;
  • გამოიყენონ თანამედროვე ციფრული ხელსაწყოები, მათ შორის: ChatGPT, Canva, Business Model Canvas და Google Digital Tools;
  • შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება და მიიღონ პროფესიონალური უკუკავშირი შეფასების პროცესში.

 

გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით!

აქტივობაში ჩართულ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატები. 

 

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.

გაითვალისწინეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!