კავკასიის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე საბაკალავრო პროგრამებზე მეორადი ჩარიცხვით მიღებულმა სტუდენტებმა რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ კავკასიის უნივერსიტეტში, B29 ოთახში.
საბუთების მიღება იწარმოებს 24 სექტემბრიდან.
ორშაბათი-პარასკევი - 10:00-დან 18:00 საათამდე.
შაბათი - 10:00-დან 14:00-მდე.
საბუთების წარდგენა შეუძლია როგორც ჩარიცხულ სტუდენტს, ასევე მის მიერ უფლებამოსილ სხვა პირს. არასრულწლოვან სტუდენტებს საბუთების წარმოდგენა თავადაც შეუძლიათ.
- წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- სკოლის ატესტატი - ორიგინალი ან ნოტარიული ასლი;
- სამხედრო მიწერილობის ასლი - ვაჟებისთვის;
- პირადობის მოწმობის 2 ასლი;
- დაბადების მოწმობის 2 ასლი;
- 2 ფოტო-სურათი 3x4-ზე და ფოტო-სურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათი - მისი დაბეჭდვა შესაძლებელია აბიტურიენტის პირადი გვერდიდან.
