22 სექტემბერს, 11:00 საათზე, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პარლამენტთან არსებული ინოვაციების სამჭოს ერთობლივი ვორკშოპი:,,საქართველოში ინოვაციური პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა’’.
ვორკშოპის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ:
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს, პარლამენტთან მოქმედი საინოვაციო საბჭოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ”საქპატენტის”, ”საქსტატის”, სახელმწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში”, უნივერსიტეტების (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი), არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში მოქმედი ფონდების წარმომადგენლები, მეცნიერები, პრაქტიკოსი სპეციალისტები, სტუდენტები.