სასტიპენდიო კონკურსი სამაგისტრო პროგრამებისთვის უზბეკეთში 2022/2023

27 June 2022

 

უზბეკეთის რესპუბლიკის აბრეშუმის გზის ტურიზმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს 2022-2023 სასწავლო წლისთვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

 

  • ტურიზმის ლოგისტიკა;
  • ტურიზმი (აქტივობის სფეროს მიხედვით);
  • მუზეუმის მცოდნეობა;
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მენეჯმენტი;
  • კრეატიული ინდუსტრია;
  • არქეოლოგია.


გრანტი მოიცავს:

  1. უზბეკეთში გამგზავრების ხარჯებს (ეკონომ კლასი);
  2. $500 ოდენობის ყოველთვიურ სტიპენდიას;
  3. $100 ოდენობის ყოველთვიურ სტიპენდიას საცხოვრებელი ხარჯებისთვის;
  4. წელიწადში ორჯერ, $100 ოდენობის სტიპენდიას, უზბეკეთის უძველეს ქალაქებში მოგზაურობისთვის.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, მოცემულ ონლაინ სააპლიკაციო პლატფორმაზე უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:

 

  1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  2. ბაკალავრის დიპლომის ასლი;
  3. 1 ფოტოსურათი 3x4-ზე;
  4. CV;
  5. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS 6.0, TOEFL iBM - მინიმუმ 72);
  6. ესსე თემაზე: „საქართველოსა და უზბეკეთს შორის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს განვითარებაში კონტრიბუციის გეგმები“ (1000 სიტყვა).

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • ონლაინ სააპლიკაციო პლატფორმაზე დოკუმენტების ატვირთვის ბოლო ვადა - 2022 წლის 10 ივლისი;
  • ტესტირება - 20 ივლისიდან - 30 ივლისამდე პერიოდში;
  • ინტერვიუ შესაძლო კანდიდატებთან - 1 აგვისტოდან - 20 აგვისტომდე პერიოდში;
  • შედეგების გამოცხადება - 10 აგვისტოდან - 20 აგვისტომდე პერიოდში.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში, საქართველოსთვის გამოყოფილია 1 სტიპენდია. 

 

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ფაილი.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ უზბეკეთის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს წარმომადგენელს, ნარგიზა ჰაკიმოვას შემდეგ მისამართზე: info@motach.uz

 

გისურვებთ წარმატებას!