უზბეკეთის რესპუბლიკის აბრეშუმის გზის ტურიზმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს 2022-2023 სასწავლო წლისთვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
- ტურიზმის ლოგისტიკა;
- ტურიზმი (აქტივობის სფეროს მიხედვით);
- მუზეუმის მცოდნეობა;
- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მენეჯმენტი;
- კრეატიული ინდუსტრია;
- არქეოლოგია.
გრანტი მოიცავს:
- უზბეკეთში გამგზავრების ხარჯებს (ეკონომ კლასი);
- $500 ოდენობის ყოველთვიურ სტიპენდიას;
- $100 ოდენობის ყოველთვიურ სტიპენდიას საცხოვრებელი ხარჯებისთვის;
- წელიწადში ორჯერ, $100 ოდენობის სტიპენდიას, უზბეკეთის უძველეს ქალაქებში მოგზაურობისთვის.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, მოცემულ ონლაინ სააპლიკაციო პლატფორმაზე უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- ბაკალავრის დიპლომის ასლი;
- 1 ფოტოსურათი 3x4-ზე;
- CV;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS 6.0, TOEFL iBM - მინიმუმ 72);
- ესსე თემაზე: „საქართველოსა და უზბეკეთს შორის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს განვითარებაში კონტრიბუციის გეგმები“ (1000 სიტყვა).
მნიშვნელოვანი თარიღები:
- ონლაინ სააპლიკაციო პლატფორმაზე დოკუმენტების ატვირთვის ბოლო ვადა - 2022 წლის 10 ივლისი;
- ტესტირება - 20 ივლისიდან - 30 ივლისამდე პერიოდში;
- ინტერვიუ შესაძლო კანდიდატებთან - 1 აგვისტოდან - 20 აგვისტომდე პერიოდში;
- შედეგების გამოცხადება - 10 აგვისტოდან - 20 აგვისტომდე პერიოდში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში, საქართველოსთვის გამოყოფილია 1 სტიპენდია.
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ფაილი.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ უზბეკეთის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს წარმომადგენელს, ნარგიზა ჰაკიმოვას შემდეგ მისამართზე: info@motach.uz
გისურვებთ წარმატებას!